მომხსენებლები

მარტენ ბოტერმანი

ICANN-ის საბჭოს თავმჯდომარე,  დამოუკიდებელი სტრატეგიული მრჩეველი ინტერნეტის რეგულირებისა და მასთან დაკავშირებულ საკითხებში. 25+ წლიანი გამოცდილება მთავრობებისა და მხვილი კომპანიების კონსულტირებაში ამჟამინდელი და მომავალი ინტერნეტ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ეკონომიკურ, ბიზნეს და სოციალარ გავლენასთან დაკავშირებით.  25+ წლის განმავლობაში  მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა 50-ზე  მეტ საერთაშორისო პროექტს მთავრობებისა და  ინდუსტრიისათვის Future Net საკითხებთან დაკავშირებით. კვლევებში მონაწილე გუნდების შემადგენლობაში შედიოდნენ მათემატიკაში, ეკონომიკაში, სამართალსა და ბევრ სხვა დისციპლინაში აკადემიური ხარისხის მქონე  ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნებიდან.  ბატონი ბოტერმანი  RAND Corporation-ის, ევროკომისიისა და ჰოლანდიის მთავრობის თანამშრომელია. 2006 წლიდან გახდა დამოუკიდებელი ექსპერტი, ხოლო 2016 წლიდან – ICANN-ის საბჭოს. 2019 წელს თავმჯდომარედ არჩევის შედგომ დაასრულა პარალელური საქმიანიობა და სრულად მიუძღვნა თავი აღნიშნული თანამდებობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებას.

ეკა ყუბუსიძე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კომუნიკაციების, ინფორმაციისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მანამდე მუშაობდა საქართველოს ტელეკომუნიკაციების ადმინისტრაციაში და საქართველოს კომუნიკაციებისა და ფოსტის სამინისტროში სხვადასხვა წამყვან თანამდებობაზე.

ის იყო ერთ-ერთი ინიციატორი ისეთი პროექტების, როგორიცაა “საქართველოს მთავრობის ქსელი”, “საქართველოს IT ინოვაციების კონფერენცია” (უმსხვილესი რეგიონალური ICT კონფერენცია) და ა.შ.

დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე იგი პასუხისმგებელია ICT სტრატეგიების, პროექტებისა და საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებაზე, როგორც სოციოლურ-ეკონომიკური განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალისა, რომელსაც მოაქვს უპრეცედენტო სარგებელი საქართველოს შორეული და სასოფლო რეგიონებისათვის ფართოზოლოვანი ქსელების მომსახურების მიწოდებით, რითიც ხელს უწყობს ქვეყანაში ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების ჩამოყალიბებას.

ევროკავშირთან აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული EaP ბაზრის ჰარმონიზაციის პროექტის კოორდინატორი, რომელიც EU4Digital პლატფორმის ფარგლებში შეიქმნა.

მერაბ ქათამაზე

ინფორმაციული სისტემების მართვის ინჟინერერი (მაგისტრის ხარისხის მფლობელი). 2014 წლიდან მუშაობს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (ელექტრონული კომუნიკაციების და მაუწყებლობის დამოუკიდებელი მარეგულირებელი დამოუკიდებელი ორგანო). 2015 წელს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით გახდა კომოსიის წევრი.

აქვს დიდი გამოცდილება სხვადასხვა სექტორში, როგორიცაა მაუწყებლობა, ელექტრონული ხმის მიცემა, პუბლიკაცია და ა.შ. ISOC Georgia Chapter წევრი. საქართველოს მაღალმთიანი რეგიონის სწრაფი ინტერნეტიზაციის პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი.  GNCC  და RIPE NCC  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმწომწერი.  

აქტიურად უჭერს მხარს ამ ორ ორგანიზაციას შორის ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობის განვითარებას.  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი.

ფლობს ქართულ (მშობლიური), ინგლისურ და რუსულ ენებს.  ღვინის კლუბის, ლაშქრობის ეროვნული ფედერაციის და საქართველოს პენცენტრის წევრი.

რევაზ კოპალაძე

შპს „კავკასუს ონლაინის“ გენერალური დირექტორი. აქვს 15 წელზე მეტი ხნის გამოცდილება ტელეკომუნიკაციების მენეჯმენტში. „კავკასუს ონლაინი“-ს გუნდს 2019 წლიდან შეუერთდა და სათავეში ჩაუდგა კომპანიის ტრანფორმაციის პროცესს ხარჯების შემცირებისა და ოპერაციული შესაძლებლობების დახვეწის მიმართულებით. იქამდე ბ-ნ კოპალაძეს ეკავა ტრანსფორმაციის პროგრამის ხელმძღვანელის თანამდებობა კომპანიაში „Veon Georgia“ (ბილაინის ბრენდი) – VEON ჯგუფის ნაწილი, რომელიც ინტერნეტ მომსახურების წამყვანი გლობალური სატელეკომუნიკაციო კომპანიაა. ვეონამდე მოღვაწეობდა შპს „მაგთიკომში“, საქართველოს უმსხვილეს სატელეკომუნიკაციო კომპანიაში, ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე. საკუთარი კარიერი დაიწყო კომპანია Baker Tilly international -ში როგორც სატელეკომუნიკაცო კომპანიების აუდიტორმა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

თეიმურაზ ლორთქიფანიძე

თეიმურაზის პროფესიული კარიერა მონაცემთა ბაზების შემქმნელისა და პროგრამისტის საქმიანობით დაიწყო და უკვე მრავალი წელია IT სფეროს უკავშირდება. ITკომპანიებსა და კომერციულ ორგანიზაციებში IT მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობით მან ადმინისტრაციული საქმიანობის გამოცდილება დააგროვა. 

ბოლო 13 წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს სისტემურ ინტეგრატორებში. თავდაპირველად „ორიენტ ლოჯიკში“, ინფრასტრუქტურული პროექტების დეპარტამენტის დირექტორის თაბამდებობაზე, შემდეგ კი „გრინნეტში“, სადაც თავის კოლეგასთან, დავით დავითაშვილთან ერთად დააფუძნა ინფორმაციული უსაფრთხოებისა და გადაწყვეტილებების განყოფილება. ამჟამად მუშაობს IT გადაწყვეტილებების არქიტექტორად.  ავითარებს საწარმოს ინფორმაციული  უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროაქტიულ მიდგომას, ორგანიზაციების დაცვის ეშელონირებული სისტემის შექმნას კონკრეტული IT ინფრასტრუქტურის რისკებისა და დაუცველობის შეფასებისა  და SOC (უსაფრთხოების ოპერაციების ცენტრი) შექმნის საფუძველზე.

ანდრეი ვორობიოვი

1999 წელს წარჩინებით დაამთავრა მოსკოვის რკინიგზის ინჟინერიის სახელმწიფო უნივერსიტეტი (MIIT) სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის ინჟინერ-ტექნოლოგის ფაკულტეტი. 2006 წელს მიიღი იურიდიული დიპლომი რუსეთის ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო ინსტიტუტში ინტელექტუალური საკუთრების სპეციალობით.  2008-2009 წწ. სწავლობდა ინტელექტუალური საკუთრების შეფასებას საერთაშორისო შეფასებისა და კონსულტაციების აკადემიაში.

მისი კარიერა დომენურ ინდუსტრიაში დაიწყო 2001 წელს რუსეთის საზოგადოებრივი ქსელების ინსტიტუტში (RIPN). RIPN დომენის რეგისტრაციის განყოფილების ცალკე დაწესებულებად გადაქცევის შემდგომ, ანდრეი ვორობიევი გახდა RU-CENTER დომენის რეგისტრატორის საზოგადოებასთან და მთავრობასთან ურთიერთობის დირექტორი. 2015 წელს დაინიშნა ინტერნეტის განვითარების ინსტიტუტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორის თანამდებობაზე. 2015 წლის ოქტომბერში დაინიშნა TLD .RU / .РФ საკოორდინაციო ცენტრის დირექტორად.

პაველ გუსევი

ირინა დანელია

.RU / .РФ- ის საკოორდინაციო ცენტრის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე. მონაწილეობს ccTLD ოპერაციის ყველა სფეროში. მონაწილეობდა .РФ გაშვებაში (მსოფლიოს უმსხვილესი IDN ccTLD). მოგვიანებით ხელმძღვანელობდა IDN gTLD .ДЕТИ (.KIDS) კირილიცას გაშვებას და დღესაც მართავს აღნიშნულ საქმიანობას.

ამჟამინდელი პასუხისმგებლობის ფარგლებში მოიცავს .RU /. РФ საკოორდინაციო ცენტრში რეგისტრატორებთან ურთიერთობას, ფინანსებსა და პროექტის მართვას. ccNSO– ს სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვის მუდმივმოქმედი კომიტეტის (SOPC), ccNSO– ს და პოლიტიკის შემუშავების პროცესის (PDP) 3 მიმოხილვის, ასევე მექანიზმებისა და პოლიტიკის შემუშავების პროცესის 4 სამუშაო ჯგუფის წევრი.

ეროვნული და საერთაშორისო ინტერნეტმართველობის (IGF) ფორუმთა მონაწილე. განათლებით ფიზიკოსი. თითქმის ორი ათწლეულის მანძილზე მუშაობდა საერთაშორისო და რუსულ წამყვან სატელეკომუნიკაციო კომპანიებში ხელმძღვანელ თანამდებობაზე. ხელმძღვანელობდა ეროვნული მასშტაბის გაყიდვებსა და დისტრიბუციას. მართავდა ბიზნეს განვითარებისა და მარკეტინგის კომპლექსურ პროექტებს.

სვეტლანა ტკაჩენკო

შპს “ჰოსტმასტერის” განვითარების და ოპერაციების დეპარტამენტის უფროსი, .UA ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენის ადმინისტრატორი.

IT ბიზნესში მოღვაწეობს 1995 წლიდან. მუშაობდა წამყვან უკრაინულ ინტერნეტპროვაიდერებში. არის შპს „ჰოსტმასტერის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. აქტიურად მონაწილეობს უკრაინულ ინტერნეტ და ICT ინდუსტრიაში. მოღვაწეობს CENTR და RIPE სამუშაო ჯგუფებში.

სერგეი პოვალიშევი

სერგეი პოვალიშევი არის შპს „Reliable Software” აღმასრულებელი დირექტორი,“ hoster.by“ დამფუძნებელი და მუდმივი ლიდერი. დომენისა და ჰოსტინგ ინდუსტრიის და ინტერნეტ მართვის წამყვანი ეროვნული ექსპერტი. ასევე ბელორუსის ინტერნეტ მმართველობის ფორუმის დამფუძნებელი.

აქვს შეტანილი წვლილი ბელორუსში კირილიცას ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენის .БЕЛ შექმნაში. აქვს ბელორუსის რესპუბლიკის კომუნიკაციების და ინფორმატიზაციის სამინისტროს დიპლომი ინდუსტრიაში მიღწეული წარმატებებისათვის.

მზია გოგილაშვილი

მაგისტრის დიპლომის მფლობელი. აქვს საფუძვლიანი გამოცდილება საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროეტების მენეჯმენტით კუთხით სწრაფად გადაცემადი ინფორმაციის და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორში. 2000 წლიდან მუშაობს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, რომელიც არის ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის დამოუკიდებელი სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანო. უკავია  საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი ექსპერტის თანამდებობა.  GAC / ICANN,  საქართველოს ISOC Chapter, .ge ccTLD საკონსულტაციო საბჭოს და Geo-IGF მხარდამჭერი გუნდის წევრი.

დავით ბირმანი

დავით ბირმანი – წამყვანი ქართული დომენის რეგისტრატორი კომპანიის – “Domenebi.ge” თანადამფუძნებელი  და Google Workspace პროდუქტების ოფიციალური გადამყიდველი. დავითს დომენური სახელების სფეროში მოღვაწეობის 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს. მისი კომპანიები  მოხვდნენ იმ პირველ ნაკადში, რომელებმაც 2018 წელს .GE ზონაში განხორციელებული რეფორმის შემდეგ კავკასუს ონლაინისგან რეგისტრატორის აკრედიტაცია მიიღეს.

დავითს, როგორც უფროს აღმასრულებელსა და კონსულტანტს  აქვს დიდი გამოცდილება  მარკეტინგის, ბრენდინგის, ციფრული ტრანსფორმაციისა და სამომხმარებლო სფეროს მენეჯმენტში. ახორციელებს მომხმარებელზე ორიენტირებული ბიზნეს პრაქტიკის პოპულარიზაციას საკუთარი კომპანიის “Experia Digital”- ის საშუალებით.

არის ოფიციალური ქართული ვალუტის სიმბოლოს (₾) თანაავტორი, მისი გაიდლაინების ავტორი და Nielsen Norman Group  (UXMC NN / g) UX მენეჯმენტისა და ინტერაქციის დიზაინის მაგისტრი. აღებული აქვს მენეჯმენტის ევროპული სკოლის BBA ხარისხი.

კატარინა გევორგიანი

კატარინა გევორგიანი დომენური სახელების რეგისტრაციის ბიზნესში  2015 წლიდან მოღვაწეობს, ხოლო 2017 წლიდან არის ISOC Chapter სომხეთის წევრი. 2020 წელს შევიდა ISOC სომხეთის გამგეობიაში.  2019 წელს  გახდა ICANN,  NASIG (ჩრდილოეთ ამერიკის ინტერნეტის მართვის სკოლა) და ArmSIG-ის (სომხური ინტერნეტ მმართველობის სკოლა) პროგრამების სტინპენდიატი.  სტაჟიორის სახით მონაწილეობა მიიღო  ინტერნეტ საზოგადოების 2020 წელს ორგანიზებულ „ინტერნეტის ფორმირებისა“ და „დაშიფვრის“ ტრენიგში.  ამჟამად მუშაობს დომენის რეგისტრატორ კომპანია GlobalR-ში. უკავია  მომხმარებელთა მომსახურების განყოფილების უფროსის თანამდებობა და ასევე ხელმძღვანელობს ccTLD რეესტრებთან თანამშრომლობის მიმართულებას.

სანდრო ქარუმიძე

მოღვაწეობს საქართველოს დედაქალაქ თბილისში. აქვს დიპლომი ფიზიკისა და ბიზნეს ადმინისტრირების სფეროში. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აიოვას უნივერსიტეტში, აშშ .  30 წელზე მეტია მუშაობს IT- სა და ინტერნეტ სფეროში. მოღვაწეობა დაიწყო როგორც აპარატურის ინჟინერმა და პროგრამისტმა და მოგვიანებით იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას ბიზნესის მართვაში. ამჟამად ხელძღვანელობს ტელეკომის და IoT ბიზნესის განვითარებას საქართველოს უმსხვილეს IT ჰოლდინგ UGT-ში.  90-იან წლებში მუშაობდა ღია საზოგადოების ფონდში როგორც ინტერნეტ  და მედია განვითარების სპეციალისტი. სანდრო არის ISOC Chapter- ის გამგეობის დამფუძნებელი და მისი ყოფილი წევრი, რომელიც მუშაობს ინტერნეტის მმართველობის, IoT დაკავშირებადობის, ccTLD ადმინისტრაციისა და უსაფრთხო ინტერნეტის მიმართულებით.

სარმად ჰუსეინი

ამჟამად ICANN საერთაშორისო დომენური სახელების (IDN) და უნივერსალური მიღების პროგრამების (UA) უფროსი დირექტორი. ICANN-ში გაწევრიანებამდე კომპიუტერულ მეცნიერებათა პროფესორი. პაკისტანის ენებისთვის კომპიუტერული გადაწყვეტილებების, ლინგვისტური, სალოკალიზაციო, ენობრივი პროგრამების სტანდარტების, საუბრის დამუშავების და გამოთვლითი ლინგვისტიკის კვლევების მონაწილე.

2004 – დან 2010 წლამდე ხელმძღვანელობდა PAN ლოკალიზაციის პროგრამას, რომლის მიზანი იყო ადგილობრივი ენების გამოთვლითი შესაძლებლობების განვითარება აზიის განვითარებად რეგიონში: ავღანეთში, ბანგლადეშში, ბუტანში, კამბოჯაში, ინდონეზიაში, ლაოსში, მონღოლეთში, ნეპალში, პაკისტანსა და შრი ლანკაში.

მისი ჩართულობა IDN -ის სფეროში 2006 წელს დაიწყო. აქტიურად მონაწილეობდა პაკისტანის IDN ccTLD შემუშავებაში. 2014 წელს ICANN-ში გაწევრიანებამდე იყო ICANN საზოგადოების აქტიური წევრი, ასევე ICANN უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მრჩეველთა კომიტეტის (SSAC) წევრი.

მარია კოლესნიკოვა

რეგიონალური საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელი დსთ-ს და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსალური აღიარების საკითხებში. მუშაობდა ტელეკომუნიკაციების, ჰოსტინგისა და დომენური სახელების ბაზრებზე 20+ წლის განმავლობაში. 1997-2007 წლებში ეკავა სხვადასხვა თანამდებობა უმსხვილეს სატელეკომუნიკაციო კომპანიებში.

მასპინძლობდა პროვაიდერებსა და რეგისტრატორებს რუსეთში. 2007 -2019 წლებში მუშაობდა .RU და .РФ ccTLD-ის რუსულ რეგისტრატორში (TLD RU საკოორდინაციო ცენტრი) მარკეტინგის, საგარეო ურთიერთობებისა და პროექტების ხელძღვანელად. 2005-2006 წლებში მონაწილეობდა გეოლოკაციური მომსახურების MTS-Poisk საფუძველზე შექმნილ ერთობლივ პროექტში.

2012 წელს გაუშვა Netoscope პროექტი (პირველი კიბერ უსაფრთხოების პროექტი დომენური სახელებისათვის). 2012-2013 წლებში მუშაობდა ახალი gTLD- ების დელეგირებაზე .ДЕТИ და .TATAR. მანამდე იგი პასუხისმგებელი იყო ccTLD-ის რეგისტრატორების აკრედიტაციისა და მუშაობის პროცესზე. ასევე აორგანიზებდა სხვადასხვა ინდურსტრიულ ღონისძიებებს საერთაშორისო თუ რეგიონალურ დონეზე.

2007 წლიდან მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებს. მონაწილეობდა პროგრამულ კომიტეტებში და ადგენდა ანგარიშს ICANN, CENTR, APTLD, ეროვნული და საერთაშორისო ინტერნეტმართველობის ფორუმების (IGF) მიერ ორგანიზებული საერთაშორისო შეხვედრების შესახებ.

კონსტანტინე ქაროსანიძე

ონსტანტინე ქაროსანიძე Cloud9.GE, საქართველოს მონაცემთა ცენტრისა და Cloud სერვისის პროვაიდერის თანადამფუძნებელი.

16 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა ICT სფეროში და მუშაობდა .GE და .გე ზონის მიმართულებით. .GE ზონის ტექნიკური ადმინისტრატორი და გუნდის წევრი 5 წლის განმავლობაში. გეგმავდა და ახორციელებდა .გე ccTLD დაკავშირებულ ღონისძიებებს. აღნიშნული ზონის ამჟამინდელი ტექნიკური ადმინისტრატორი. მონაწილეობს რეგიონში ICANN და ISOC ღონისძიებებში. APTLD წევრი, როგორც .გე დომენის წარმომადგენელი.

არტიომ გავრიჩენკოვი

მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხის მფლობელი მათემატიკასა და სისტემურ პროგრამულ უზრუნველყოფაში. ამჟამად აპირებს ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხის აღებას სკოლკოვოში.

ათწლიანი სტაჟის მქონე, IT ქსელებისა და მონიტორინგის სპეციელისტი. იყო Microsoft-ისა და HP-ის კონტრაქტორი, ხოლო მოგვიანებით დაიკავა მუდმივი თანამდებობა HP Russia Telecom Solutions-ში.

2009 წლიდან მუშაობდა Qrator Labs- ში, სადაც ამჟამად იკავებს ტექნოლოგიების უფროსი ოფიცრის თანამდებობას. არის ICANN 61 სტიპენდიანტი და ICANN 64 სტიპენდიის მწვრთნელი.

მრავალი კონფერენციის სპიკერი და წამყვანი, BlackHat USA, RIPE შეხვედრებზე, NANOG, APNIC/APRICOT,აღმოსავლეთ ევროპის DNS ფორუმზე და ENOG / RIPE NCC რეგიონალურ შეხვედრაზე.

იური კარგაპოლოვი

იური კარგაპოლოვი უკრაინის ნუმერაციის, დასახელებისა და მისამართების ოპერაციული ცენტრის გენერალური დირექტორია. ეს არის კონსორციუმი, რომელიც ავითარებს ccTLD / gTLD / ENUM ადმინისტრატორებს, MNP / LNP, IMEI, MSP და ა.შ.  არის ISOC IoT SIG  თავმჯდომარე, UANIC– ის საკოორდინაციო საბჭოს წევრი, .UКР IDN ccTLD  ერთ – ერთი დეველოპერი და დამფუძნებელი. იყო ICANN სამუშაო ჯგუფების წევრი და თავმჯდომარე, ასევე GAC-ის  ხანმოკლე წევრი.

1980 წელს დაამთავრა ოდესის პოლიტექნიკური ინსტიტუტის რადიო-ინჟინერიის ფაკულტეტი და მიიღო რადიო დიზაინერისა და ტექნოლოგის ინგლისური დიპლომი.

მან შექმნა ინტერნეტპროვაიდერები, დაარსა და აამოქმედა 25-ზე მეტი ტექნიკური პლატფორმა უკრაინის სხვადასხვა ქალაქში,  ფართო ხაზოვანი და უსადენო ინტერნეტის უზრუნველსაყოფად. მის პროფესიულ ინტერესებს შორის არის კონვერგენცია, ინტერნეტის მმართველობა და უახლესი DNS- ტექნოლოგიების პროგრამა. იყო სპიკერი 75-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო შეხვედრასა და კონფერენციაზე, მათ შორის ICANN, IGF, RIPE, ITU, EEDNS, SEEDIG, ENOG, APTLD და ა.შ.

კურტ პრიცი

გაერთიანებული სამეფოს შემოქმედებითი იდეების სტრატეგიული დაგეგმვის საბჭოს წევრი. ხელმძღვანელობდა .ART Domain Registry ოპერაციებს დიდ ბრიტანეთში, შემდეგ კი აშშ – ს ოფისებში. დანერგა ახალი პლატფორმა, ტექნოლოგიები, ონლაინ ხილვადობა ხელოვანებისათვის და სახელოვნებო დაწესებულებებისთვის.

როგორც ICANN-ის აღმასრულებელმა და ინტერნეტის ტექნიკურმა კოორდინატორმა, 9 წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში გაამყარა ფინანსური მდგომარეობა, გააღრმავა ურთიერთობა მთავარ დაინტერესებულ მხარეებთან და უაზრუნველყო ინტერნეტის root zone-ს სტაბილური მართვა. მას პირველ რიგში იცნობენ, როგორც ICANN-ის პროგრამის არქიტექტორს, რომელმაც მსოფლიო მასშტაბით უზრუნველყო ათასობით ინტერნეტ-მისამართის ხელმისაწვდომობა.

მანამდე, თითქმის ათი წელი გაატარა Walt Disney Imagineering- ში, სადაც შემუშავებისა და წარმოების ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე, პასუხისმგებელი იყო თემატური პარკებისა და ატრაქციონების ტექნიკურ დიზაინზე მსოფლიო მასშტაბით.

ფლობს ბაკალავრის (BS) და მაგისტრის (MS) ხარიხსს ფიზიკაში, ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის (MBA) და სამართლის დოქტორის (JD) ხარისხს.

კალიფორნიის ადვოკატთა კოლეგიის წევრი.

თანამშრომლობს ტექნიკურ და იურიდიულ გამოცემებთან

ოლეგ ერმაკოვი

გლებ პიჟოვი

IoT ასოციაცის დირექტორის მოადგილე.

მოღვაწეობა დაიწყო IT სფეროში Mosbiznesbank– ის ავტომატიზაციის განყოფილების უფროსად. ნულიდან შექნმა იმ დროისათვის ინოვაციური საბანკო განყოფილების ავტომატიზაცია, შეიმუშავა და დანერგა კლიენტ-ბანკის უნიკალური სისტემა. მონაწილეობდა Zenon NSP- მონაცემთა ცენტრის ორგანიზებასა და კომერციულ ოპერაციებში. Intel– თან ერთად ახორციელებდა Intel– ის ქსელის ტექნოლოგიებისა და სერვერული გადაწყვეტილებების რუსულ ბაზარზე შემოტანის ერთობლივ პროექტს.

Tushino.ru-ს დაარსებით გახდა რუსეთში ინტერნეტთან დაკავშირების კერძო ქსელების ერთ-ერთი პიონერი. მოსკოვის მასშტაბით კომპანია ემსახურებოდა 3000 მეტ ინტერნეტ მომხმარებელს. ხელმძღვანელობდა ინოვაციურ კომპანია Nekster -ს რამდენიმე წლის განმავლობაში. მონაწილეობდა სატელეკომუნიკაციო პროვაიდერების საგანმანათლებლო კურსის Pravosvyaziye განვითარებაში.

ექსპერტი ტელეკომუნიკაციების, ინტერნეტ საგნების, ინტერნეტის მართვისა და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ქსელების შემუშავების სფეროში.

ალენ დურანი

ტექნოლოგიების სპეციალისტი,  ICANN-ის ტექნიკური დირექტორი. ექსპერტი ტექნიკური ცოდნისა და გამოცდილების გამოყენების მიმართულებით, ICANN-ის ტექნიკური შესაძლებლობებისა და ავტორიტეტის ასამაღლებლად. ICANN–ში გადასვლამდე იყო გამორჩეული ინჟინერი „Juniper Networks“-ში, რომელიც არის ინტერნეტ აპარატურის მსხვილი მომწოდებელი.  მანამდე  მუშაობდა საკაბელო მომსახურების უმსხვილეს პროვაიდერ „Comcast“- ში IPv6 და ინტერნეტ მენეჯმენტის დირექტორის თანამდებობაზე.  მსხვილი სერვისის პროვაიდერისთვის IPv6 დანერგვის პირველი გეგმის შემუშავებისას წარმოადგენდა „Comcast“ სხვადასხვა ინტერნეტ მართვის ფორუმებზე. 20 წელზე მეტია მოღვაწეობს ინტერნეტის ტექნიკურ საზოგადოებაში ,IPv6 სტანდარტიზაციისა და დანერგვის პიონერად. კერძოდ,  იყო IETF- ის რამდენიმე სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე  და აქვს შემუშავებული 14-ზე მეტი RFC.

მიხეილ ანისიმოვი

გარე კომუნიკაციების  ხელმძღვანელი TLD .RU / .РФ.  საკოორდინაციო ცენტრში. 9 წელზე მეტია მუშაობს ჰოსტინგისა და დომენის რეგისტრაციის სფეროში. იკავებს სხვადასხვა თანამდებობას უმსხვილეს ჰოსტინგ პროვაიდერებსა და დომენის რეგისტრატორ კომპანიებში.

2013 წელს ინტერნეტ ტექნოლოგიების ხელშეწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების ფონდში (FAITID) მონაწილეობდა .МОСКВА და .MOSCOW TLD პროექტის გაშვებაში. 2014 წელს შეუერთდა TLD .RU / .РФ საკოორდინაციო ცენტრს, სადაც საკომუნიკაციო და ინდუსტრიული ღონისძიებების ორგანიზებაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენდა. ასევე მონაწილეობდა მცირე და საშუალო ბიზნესისა და  სტუდენტებისთვის ინტერნეტ ინფრასტრუქტურისა და მომხმარებლის მონაცემთა დაცვის შესახებ ჩატარებულ რიგ საგანმანათლებლო ღონისძიებებში.

ირაკლი შავგულიძე

კიბერუსაფრთხოების უფროსი არქიტექტორი. აქვს 10+ წლიანი გამოცდილება ინჟინერიაში, წინასწარ გაყიდვებში, სხვადასხვა IT სფეროში: ქსელის/მონაცემთა ცენტრის არქიტექტურა და უსაფრთხოება, PAM (CyberArk), SIEM, WAF, DLP, DataBase Firewall, ელფოსტის უსაფრთხოება, საფრთხეებისგან დაცვის გაფართოებული გადაწყვეტილებები  (Advanced Treat Protection Solutions), MDM- EUMM და მრავალი სხვა.

2007 წლიდან დღემდე მუშაობს კიბერუსაფრთხოების უფროსი არქიტექტორის პოზიციაზე კომპანიაში „GREENNET“, სადაც ზედამხედველობას უწევს კიბერ უსაფრთხოების ინჟინერიას, ინფორმაციულ უსაფრთხოებას, ქსელისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების არქიტექტურას, IP ქსელის გადაწყვეტილებების დიზაინს, მარშრუტიზაციასა და გადართვას, უსადენო სისტემებს, მონაცემთა ცენტრის გადაწყვეტილებებ, პროდუქციის წინასწარი გაყიდვის მართვას.

გიორგი იაშვილი

საქართველოს ინფორმაციული უსაფრთხოების ასოციაციის (GISA) თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი

ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, ლიდერი ICT-ის პროექტების წარმატებით განხორციელების საქმეში.

მუშაობდა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში IT უსაფრთხოების უფროსად (2011-2015წ.წ) და საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად (CISO) (2016-2019წ.წ). შეიძინა საფუძვლიანი ცოდნა ინფორმაციის/ კიბერუსაფრთხოების მართვისა და მაღალი რისკების მიმართ IT ინფრასტრუქტურის მედეგობასთან დაკავშირებით, რთული ან/და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კიბერ-შეტევები ჩათვლით.

გიორგი არის კარდიფის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) კურსდამთავრებული, სადოქტორო კანდიდატი და სერტიფიცირებული ISO / IEC 27001 აუდიტორი – ბრიტანეთის სტანდარტების ინსტიტუტი (BSI).

მუშაობს USAID- ში კიბერუსაფრთხოების ექსპერტად. ამჟამად მონაწილეობს საქართველოს არჩევნებისთვის კიბერუსაფრთხოების მედეგობის შემუშავის პროექტში.

საქართველოში მოღვაწეობის გარდა, მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში (უკრაინა, დიდი ბრიტანეთი) კიბერუსაფრთხოების კონსულტანტად და ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტორად.

ხელმძღვანელობს კიბერუსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანიას – GSI Partners.

კითხულობს ლექციებს კიბერ უსაფრთხოების კვლევებზე საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში. რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში.

გრიგორ საგიანი

ინტერნეტ საზოგადოების გამგეობის წევრი და რუსულ-სომხური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ტექნიკური დირექტორი „Arminco“- ში, სომხეთის პირველი ISP შვიდი წლის განმავლობაში.  მუშაობდა სომხეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროში ორი წლის განმავლობაში IT და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსად.

აინტერესებს შემდეგი მიმართულებები: მყარსხეულიანი ელექტრონიკა, რასტრული მიკროსკოპია, ტელეკომუნიკაციები, ქსელები და ინტერნეტის მართვა.

2012 წლიდან არის საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) ქსელის უსაფრთხოების ექსპერტი, ასევე  სომხეთის მრავალმხარიანი  ინტერნეტ მართვის საბჭოს მდივანი.

გიორგი გურგენიძე

კიბერ უსაფრთხოების კონსულტანტი |C-დონის მრჩეველი |ხელმძღვანელობა|რისკების მართვა|GDPR| NIST CSF კიბ

10 წლიანი გამოცდილების მქონე კიბერ უსაფრთხოების პროფესიონალი საქართველოს საჯარო და კერძო სექტორში, დსთ-ს რეგიონსა და დიდ ბრიტანეთში.

ეკავა სს საქართველოს ბანკის ინფორმაციის უსაფრთხოების უფროსის თანამდებობა. ხელმძღვანელობდა ინფორმაციასთან და კიბერ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საქმიანობას ფინანსური დაწესებულებების, ასევე ადგილობრივი (NBG) და დიდი ბრიტანეთის (LSE) კუთხით.

2016-2017 წლებში ეკავა მენეჯერის თანამდებობა Deloitte UK Cyber Intelligence Center- ში, სადაც მუშაობდა UK NHS და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცულობაზე ცნობილ გამომძალველი პროგრამის – NotPetya მიმართ.

2017-2020 ხელმძღვანელობდა Deloitte Georgia Risk Advisory Service Line- ს, რომელიც მუშაობდა კიბერ და კონფიდენციალურობის რისკების მიმართულებით.

მონაწილეობდა USAID, ევროკავშირის, მსოფლიო ბანკისა და ნატოს მიერ დაფინანსებულ საქართველოს და რეგიონული ინფორმაციის კრიტიკული ინფრასტრუქტურის მდგრადობის მშენებლობის პროექტებში.

ამჟამად კონსულტაციას უწევს თიბისი ბანკისა და თეგეტა მოტორსის ინფორმაციული უსაფრთხოების ხელმძღვანელებს. ემსახურება CISO– ს მრჩეველს თიბისი ბანკისა და თეგეტა მოტორსის ფარგლებში. ფლობს ლონდონის ჰოლოუეის სამეფო უნივერსიტეტის ინფორმაციული უსაფრთხოების მეცნიერების მაგისტრის ხარისხს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერკონფლიქტების ანალიზისა და მართვის საკითხების სადოქტორო კანდიდატი. APMG, NIST US და NSCS UK– ს მიერ აკრედიტირებული NIST კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტის სერთიფიკატის მფლობელი.

დანკო იევტოვიჩი

სერბეთის ინტერნეტ ინდუსტრიის ერთ-ერთი პიონერი, ICANN- ის საბჭოს წევრი, გაეროს IGF MAG- ის (მრავალმხრივი საკონსულტაციო ჯგუფის) წევრი.

1987 წლიდან ის არის კომპანია Jugogata-ს პარტნიორი, რომელიც მუშაობს პერსონალური კომპიუტერების მიმართულებით. სერბული IT სტარტაპების კონსულტანტი და ინვესტორი. ბელგრადის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხის მფლობელი ინფორმაციული სისტემების მართვაში, სლოვენიის ბლედის IEDC მენეჯმენტის სკოლის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის პროგრამის კურსდამთავრებული, სერბეთის მენეჯერთა ასოციაციის (SAM) და აშშ-ს კორპორატიულ დირექტორთა ნაციონალური ასოციაციის(NACD) წევრი.

სერბეთის ერთ-ერთი პირველი ინტერნეტ პროვაიდერის, კომპანია SezamPro-ს პარტნიორი დამფუძნებელი. იმდროინდელი ნაციონალური .YU დომენის რეფორმის ინიციატორი. მოგვიანებით, სერბეთის ნაციონალური დომენების რეგისტრატორების მმართველთა საბჭოს წევრი (RNIDS – ccTLD .RS/.СРБ) და RNIDS გენერალური დირექტორი (2013-2017).