აღმოსავლეთ ევროპის მეხუთე DNS ფორუმი ვირტუალური ხდება

ბრიუსელი – 2020 წლის 27 ოქტომბერი. ინტერნეტ – კორპორაცია ICANN-ის მიერ ორგანიზებული აღმოსავლეთ ევროპის დომენური სახელებისა და ნომრების მინიჭების მეხუთე ფორუმი (EEDNSF) 2020 წლის 18-19 ნოემბერს ონლაინ რეჟიმში ჩატარდება. ღონისძიების პარტნიორია ინტერნეტ პროვაიდერი – Caucasus Online.

EEDNSF არის ICANN– ის რეგიონალური საქმიანობის პროგრამის ნაწილი, რომლის მიზანია DNS–ს საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ფორუმს დაესწრებიან დაინტერესებული მხარეები და სპეციალისტები, რომლებიც გაუზიარებენ მონაწილეებს თავიანთ გამოცდილებას, ასევე ისაუბრებენ დომენური ინდუსტრიის უახლეს რეგიონალურ და გლობალურ ღონისძიებებსა და ტენდენციებზე. წლევანდელი პროგრამა მოიცავს შემდეგ მნიშვნელოვან თემებს:

  • რეგიონალური აქცენტი დომენური სახელების ინტერნაციონალიზაციაზე (IDN) და უნივერსალური (UA) მიღებაზე.
  • იდენტიფიკატორი ტექნოლოგიის ქმედ.უნარიანობის მაჩვენებლები (ITHI) და ICANN DNS -ს ეკოსისტემის გაუმჯობესება.
  • DNS– ის ექსპლუატაცია და უსაფრთხოების შესაძლებლობათა გაძლიერება.
  • ბიზნესის წარმოება უწყვეტობა რეგისტრატორებისათვის. რეგიონული მიდგომა.

EEDNSF, რომელშიც DNS-ს სფეროს წამყვან რეგიონალურ და გლობალურ ექსპერტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ მარტენ ბოტემანი( Maarten Botterman) – ICANN- ის მმართველობის თავმჯდომარე და დანკო ევტოვიჩი (Danko Jevtović)- მმართველობის წევრი, საშუალებას აძლევს მონაწილეებს დაუკავშირდნენ ერთმანეთს და განიხილონ დომენის ინდუსტრიის სხვადასხვა – ბიზნეს, ტექნიკურ და პოლიტიკური ასპექტები.

დარეგისტრირდით აქ და იხილეთ დეტალები – EEDNSF ვებსაიტზე.

ღონისძიების სოციალურ ქსელში მოძიება შესაძლებელია ჰეშთეგ #EEDNSF2020 გამოყენებით.

მედია კონტაქტები:

ლუნა მადი (Luna Madi)
საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი – ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა
სტამბული, თურქეთი
ტელეფონი: +90 533 0313505
ელექტრონული ფოსტის მისამართი: luna.madi@icann.org

ICANN–ის შესახებ

ICANN– ის მისია მდგომარეობს უსაფრთხო და ერთიანი გლობალური ინტერნეტის უზრუნველყოფაში. ინტერნეტის მეშვეობით რაიმე სუბიექტთან დასაკავშირებლად, კომპიუტერში ან სხვა მოწყობილობაში უნდა ჩაიწეროს მისამართი – სახელი ან ნომერი. აღნიშნული მისამართი უნდა იყოს უნიკალური რათა აძლევდეს სისტემაში ჩართულ კომპიუტერებს ერთმანეთის პოვნის შესაძლებლობას. ICANN ახორციელებს ამ უნიკალური ინდენტიფიკატორების კოორდინირებას მსოფლიო მასშტაბით. კომპანია დაარსდა 1998 წელს, როგორც არაკომერციული საზოგადოებრივი კორპორაცია და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წევრთა საზოგადოება.